წესები და პირობები

წესები და პირობები

 მოვაჭრე: შპს „ჯ ფლექს“

საიდენტიფიკაციო კოდი: 405463056

ვებ-გვერდი:  https://gflex.ge/

ტელ: + (995) 322 05 27 04

მისამართი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზ. N48

 

ხელშეკრულება   შპს „ჯ ფლექსსა“ და მომხმარებელს შორის 

ერთის მხრივ შპს „ჯ ფლექს“ ს.კ. 405463056 (შემდგომში „მოვაჭრე“) და მეორეს მხრივ მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდგომში ,,მომხმარებელი“), რომელიც სარგებლობს მოვაჭრის გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის ნომერი, რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას საბაჟო დოკუმენტაციაში და  მოვაჭრის მონაცემთა ბაზაში დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას და მომხმარებელი თავის მხრივ ეთანხმება მის ყველა პირობას, მოვაჭრის საიტზე https://gflex.ge/ ,,გავეცანი და ვეთანხმები“ ღილაკზე დადასტურებით.

მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება, სრულად იღებს ვალდებულებას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით და ვებგვერდზე https://gflex.ge/  გამოქვეყნებული წესების ერთობლიობით .

წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს იმ  სტანდარტული პირობების ერთობლიობას, რომელსაც შპს „ჯ ფლექსი“ სთავაზობს მომხმარებელს, მომსახურების განხორციელებისას.

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

1.1.    ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს  მოვაჭრის საწყობში, მომხმარებლის სახელზე მიღებული ტვირთის საქართველოში ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა, რომელსაც   მოვაჭრე უზრუნველყოფს თავისი სახელით და მომხმარებლის ხარჯით.
1.2.    ამანათების ტრანსპორტირება ხორციელდება საქართველოდან აშშ-ის და აშშ-დან საქართველოს მიმართულებით

1.3.    მოვაჭრის ვებ-გვერდზე https://gflex.ge/ მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი.
1.4.    შპს „ ჯფლექსი“ ამანათის ტრანსპორტირებას ახორციელებს შემდეგი წესის შესაბამისად:

1.4.1. ამანათები/ტვირთი/კორესპონდენცია საქართველოდან იგზავნება ყოველ ხუთშაბათს. ამანათის/ტვირთის/კორესპონდენციის ხუთშაბათის რეისით საქართველოდან გაგზავნისათვის, აუცილებელია ამანათის/ტვირთის/კორესპონდენციის თბილისში ოთხშაბათის დღის, ქუთაისში და ზუგდიდში სამშაბათი დღის ჩათვლით,  18:00 საათამდე ჩაბარება. ამანათის/ტვირთის/კორესპონდენციის ქუთაისსა და ზუგდიდში ჩაბარება დასაშვებია ასევე ოთხშაბათ დღეს, თვითმფრინავის რეისის დროის მიხედვით. აღნიშნული ინფორმაცია წინასწარ უნდა გადამოწმდეს კომპანიის ოპერატორთან.

1.4.2. ამანათები/ტვირთი/კორესპონდენცია აშშ-დან საქართველოში იგზავნება ყოველ ოთხაშაბათს.

1.5. გადაზიდვის სავარაუდო ხანგრძლივობა 14 კალენდარული  დღე.
 

მუხლი 2. ზოგადი დებულებები

2.1.    მოვაჭრე მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
2.2.    წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრული სტანდარტული პირობებით დადებულად ითვლება მომხმარებლის მიერ შპს „ჯ ფლექსის“ ვებ გვერდზე - https://gflex.ge/ ,,გავეცანი და ვეთანხმები“ ღილაკზე დადასტურების თარიღიდან.
2.3.    მოვაჭრე წერილობით ინფორმაციას კონკრეტული გზავნილის შესახებ გასცემს მისი გამგზავნის, ადრესატის ან მათი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
2.4.    მოვაჭრე გზავნილის შესახებ ზეპირ ინფორმაციას გასცემს მხოლოდ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, რისთვისაც აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს მაიდენტიფიცირებელი ნომერი, გზავნილის გამგზავნის და ადრესატის რეკვიზიტები. 
2.5.    მოვაჭრე უფლებას იტოვებს მომხმარებლის მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და ელ-ფოსტის საშუალებით 1 (ერთი) თვით ადრე წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
2.6.    მომხმარებლის მითითების საფუძველზე არ ხდება ამანათების შეყოვნება ან დატოვება რომელიმე ქვეყნის საწყობში.
2.7.    ამანათი შეფუთული უნდა იყოს იმგვარად, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს. თუ გზავნილის შიგთავსს წარმოადგენს მსხვრევადი ნივთი, მისი შეფუთვა უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშვნას. 

2.7.1 მსახვრევადი ნივთის შეფუთვა უნდა განხორციელდეს შემდეგი შეფუთვის საშულებებიდან ერთ-ერთით: პენოპლასტი, ჰაეროვანი ცელოფანი ან/და სპეციალური ქაფით, ასვე აუცილებელია:

1) მომხმარებელი დარწმუნდეს, რომ ამანთი არის კარგ მდგომარეობაში და არ ყოფილა გამოყენებული; 

2) ამანათს აქვს 5 სმ დამცავი მასალა ძირში (ბუშტუკოვანი სახვევი, პოლისტიროლი);

3) ამანათის შიგნით ნივთები შეფუთულია 2.7.1 პუნქტით გათალისწინებული დამცავი ერთ-ერთი მასალით;

4) ამანათის შიგნით არსებული ნივთები ერთმანეთისგან გამოყოფილია დამატებითი მასალით;

5) ნებისმიერი მძიმე ნივთი მოთავსებულია ორკედლიან/გაძლიერებულ მუყაოს ყუთებში;

6) ცარიელი ადგილი შეზღუდულია (თავისუფალი ადგილები უნდა შეივსოს ჩასაფენი მასალით);

7) ეტიკეტზე საკმარისი ადგილია;

8) ეტიკეტები არ იდება ნაკერებზე, სახურავებზე ან დალუქულ ლენტაზე;

9) ყველა გზავნილმა (30 კგ და ნაკლები) უნდა:

გაუძლოს ვარდნას 1.2 მ-მდე სიმაღლიდან შიგნით საქონლის დაზიანების გარეშე;

ამანათს უნდა ეკვრებოდეს ეტიკეტი "მძიმე" (თუ 20 კგ-ზე მეტი და 30 კგ-მდეა); 

უნდა დარჩეს მინიმალური სივრცე შეფუთული ნივთების გარშემო, ზედმეტი დამცავები ზრდის ნივთების დამსხვრევის რისკს;

ნივთები უნდა მოთავსდეს ზემოდან დაზიანების გარეშე;

10) რა არ უნდა ჰქონდეს. შეფუთვას არ უნდა ჰქონდეს:

• შეფუთვის გარეთ გამოსული ნივთები;

• ხვრელები, პუნქცია, ნახევები ან სხვაგვარად შესამჩნევი დაზიანება;

• შეფუთვა არ უნდა იყოს სველი, ამანათის შიგთავსის გაჟონვის ან სითხის მოხვედრის შედეგად დაზიანებული.

11) ყველა დიდი სიგრძის ნივთს (1.2 მ და ზემოთ) უნდა

• ჰქონდეს დამატებითი დაცვა, რათა თავიდან აიცილოთ ზოლოების დაზიანება;

• ჰქონდეს საკმარისი შეფუთვა, რომ აირიდოთ შუაზე გადატეხვა;

• გაუძლოს ვარდნას 1.2 მ-მდე სიმაღლიდან, საქონლის შიგნით დაზიანების გარეშე

12) დიდი ზომის, უფრო მძიმე ნივთები (35 კგ და მეტი) უნდა:

• მოთავსდეს შესაფერისი ზომის, დაუზიანებელ პალეტზე ან ხის ყუთზე;

• უნდა იყოს მიმაგრებული პალეტზე, ხის ყუთზე, ერთი განუყოფელი ერთეულის შესაქმნელად;

• უნდა შეესაბამებოდეს მასზე დამაგრებული ნივთების წონას;

• უსაფრთხოდ უნდა მოთავსდეს ხის ყუთში ტრანსპორტირებისას;

• უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი მკვეთრი კიდეები.


 2.9.    საქართველოს ტერიტორიაზე, მოვაჭრის ოფისში გზავნილის მიღებისას, კომპანია მას ინახავს არა უმეტეს 30 დღის განმავლობაში. თუ გზავნილის ოფისში მიღებიდან 30 დღის ვადაში არ მოხდა მომხმარებლის მიერ გზავნილის ჩაბარება, მოვაჭრე იტოვებს უფლებას თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს ამანათი, მიუხედავად იმისა, მომხმარებელს აქვს თუ არა გადახდილი ტრანსპორტირების საფასური. ტრანსპორტირების საფასური ვერ დაუბრუნდება მომხმარებელს.
 

მუხლი 3. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი

3.1. ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება მომხმარებლის ტვირთის/ამანათების ჯამური წონიდან.

3.2. წონის დამრგავლება ხდება 100 გრ-მდე. ტვირთის/ამანათის მინიმალური წონა - 100 გრ.

3.3. თუ ტვირთის/ამანათის/კორესპონდენციის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება რეალურ წონას, გამოიყენება ტრანსპორტირების ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების  გადახდას, მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით.

3.4. საქართველოდან აშშ-ში მომხმარებლის მიერ ტვირთის/ამანათის შიგთავსის არაუმეტეს 500 ლარის ღირებულებით განსაზღვრის შემთხვევაში, 1 კგ. ტვირთის/ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 13,5 აშშ დოლარის, ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

3.5. საქართველოდან აშშ-ში მომხმარებლის მიერ ტვირთის/ამანათის შიგთავსის  500 ლარს (ან ექვივალენტი აშშ დოლარში)  ზევით ღირებულების განსაზღვრის შემთხვევაში, 1 კგ. ტვირთის/ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 15,50 აშშ დოლარის, ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

3.6. აშშ-დან საქართველოში ტვირთის/ამანათის გადაზიდვის ღირებულებაა 1 კგ. ტვირთის/ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 8 აშშ დოლარის, ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

3.7. 1 კგ. კორესპონდენციის ღირებულებაა 25 აშშ დოლარის, ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი იფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

3.8. მითითებული ტარიფები მოიცავს ტვირთის აშშ-ს ბრუკლინის ოფისში ან მომხმარებლის მიერ მითითებულ, ბრუკლინში მდებარე მისამართამდე მიწოდებას. ასევე, საქართველოს ოფისების მისამართებზე მიწოდებას.

3.9. აშშ-ის ან საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქში/შტატში ტვირთის/ამანათის/კორესპონდენციის გაგზავნის შემთხვევაში, ღირებულებას დაემატება შიდა ტრანსპორტირების თანხა, რასაც განაპირობებს  წონა, მოცულობა და მიწოდების მისამართი. თითოეული შემთხვევისათვის ინდივიდუალურია.

3.10. ტვირთის/ამანათის/კორესპონდენციის წონის/მოცულობის განსაზღვრა ხდება შესაბამისი შეფუთვის შემდეგ.

3.11. ანგარიშსწორება შესაძლებელია ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების ან თანხის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით, როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში, ამანათის ადრესატისათვის გადაცემამდე.

3.12. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია სრულად დაფაროს დავალიანება, შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში.

3.13. აშშ-ში ანგარიშსწორება ხდება ამავე ქვეყნის შესაბამის ვალუტაში.

3.14. ამანათის/ტვირთის მიწოდებამდე დაკარგვის შემთხვევაში,  კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის, დეკლარირებული თანხის ანაზღაურებას, არაუმეტეს პროდუქციის ღირებულების ოდენობით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული.

3.15. ზარალის ანაზღაურების მოთხოვნისას, აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი ღირებულების მითითებით, თრექინგ კოდთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი ვერ წარმოადგენს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტს, თანხის ანაზღაურება მოხდება საბაზრო ფასით; თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ – მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად.

 

მუხლი 4. ამანათის მიღების და გაცემის წესი:

4.1. მომხმარებელი ვადებულია მიიტანოს ამანათი/ტვირთი/კორესპონდენცია კომპანიის ოფისებში მითითებულ მისამართებზე ან დაუკავშირდეს საკურიერო სერვისის თაობაზე. 

4.2. ამანათის/ტვირთის/კორესპონდენციის შეფუთვა ხდება მხოლოდ ოფისებში. საკურიერო მომსახურებით მიღებული ამანათი/ტვირთი/კორესპონდენცია უნდა იყოს შეფუთული და გამზადებული გადაზიდვისთვის.

4.3. ტვირთის შეფუთვა/გადაფუთვა შედის მომსახურების ღირებულებაში. თუ ტვირთის სახეობა მოითხოვს განსაკუთრებულ შეფუთვას, 1 ნივთის შეფუთვის ღირებულება შეადგენს 5 ლარს.

4.5. თუ მომხმარებელი, შეფუთვის/გადაფუთვის შემდეგ, უარს იტყვის ტვირთის გაგზავნაზე, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს არ დაუბრუნდება ნივთის შეფუთვის ღირებულება.

4.6. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ამანათის მიმღების სახელი, გვარი და მოქმედი მობილური ტელეფონის ნომერი.

4.7. ამანათს/ტვირთს/კორესპონდენციას ჩაბარებისას მიენიჭება უნიკალური თრექინგ კოდი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს/მიმღებს შეუძლია გადაამოწმოს მისი მდებარეობა და სტატუსი.

4.8. გადამზიდავი არ არის ვალდებული, უზრუნველყოს ამანათის შიგთავსის შემოწმება დაზიანებაზე ან ვარგისიანობაზე.

4.9. საფრთხის შემცველი ტვირთის არსებობისას, მომხმარებელი ვალდებულია გააფრთხილოს კომპანია ამ საფრთხის სახეობის თაობაზე, მიაწოდოს მას დეტალური ცნობები და მიუთითოს მისი ტრანსპორტირების პერიოდი, უსაფრთხოების ზომებზე. თუკი მომხმარებელი წინასწარ არ გააფრთხილებს კომპანიას ტვირთის/ამანათის საფრთხის შემცველობის თაობაზე, გადამზიდ კომპანიას ენიჭება უფლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას გადმოტვირთოს, გაანადგუროს ან გააუვნებელყოს ის, რისთვისაც მას არ დაეკისრება არანაირი სახის პასუხისმგებლობა.

საფრთხეშემცველი ტვირთის ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართის სახით.

4.10. მიმღები ვალდებულია ამანათის გატანისას თან იქონიოს საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

4.11. მესამე პირის მიერ ამანათის/ტვირთის/კორესპონდენციის გატანისას, მან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობა. ან გამგზავნმა წინასწარ უნდა განსაზღვროს გამტანი პირის ვინაობა, პირადი ნომრის და ტელეფონის ნიომრის მითითებით.

4.12. ამანათის/ტვირთის/კორესპონდენციის ჩამოსვლისას მიმღებს მოვაჭრისგან გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება. 

4.13. თუ ამანათის/ტვირთის დანიშნულების ადგილას მიწოდებიდან 30 დღის ვადაში, ადრესატი არ ჩაიბარებს ამანათს, იგი ჩაითვლება უპატრონოდ და ექსპედიტორი უფლებამოსილია გაასხვისოს  ან დაიტოვოს საკუთრებაში, მიუხედავად იმისა გადახდილია თუ არა ტრანსპორტირების საფასური. ტრანსპორტირების საფასური მომხმარებელს არ დაუბრუნდება.

4.14. გამგზავნი ვალდებულია დროულად და სრულად შეავსოს თითოეული ამანათის დეკლარაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათი ვერ ჩაბარდება.

4.14.1 გაითვალისწინეთ: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30კგ-ზე მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონლის შემცველი ამანათი/ტვირთი ექვემდებარება განბაჟებას.

4.14.2. თუ მომხმარებლის ამანათები/ტვირთი მოხვდება ერთ რეისზე და მათი ჯამური ღირებულება  300 ლარზე მეტია, ასევე   დაექვემდებარება განბაჟებას.

განბაჟებაზე და გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

4.14.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ საერთოდ არ მოხდება დეკლარირება, ამანათის/ტვირთის საქართველოში ჩამოსვლიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, გადაეცემა სახელმწიფოს შემდგომი განკარგვისთვის.

4.15. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაკვეთის გაუქმება, ამანათის/ტვირთის/კორესპონდენციის გაგზავნამდე. ასეთ შემთხვევაში მას დაუბრუნდება გადაზიდვის ღირებულება.

 

მუხლი 5. ამანათის გაგზავნის დღეები:  

5.1. ამანათები/ტვირთი/კორესპონდენცია საქართველოდან იგზავნება ყოველ ხუთშაბათს.

5.2. ამანათები/ტვირთი/კორესპონდენცია აშშ-დან საქართველოში იგზავნება ყოველ ოთხშაბათს.

5.3. ამანათის/ტვირთის/კორესპონდენციის ხუთშაბათის რეისით საქართველოდან გაგზავნისათვის, აუცილებელია ამანათის/ტვირთის/კორესპონდენციის თბილისში ოთხშაბათის დღის, ქუთაისში და ზუგდიდში სამშაბათი დღის ჩათვლით,  18:00 საათამდე ჩაბარება.

5.4. ამანათის/ტვირთის/კორესპონდენციის ქუთაისსა და ზუგდიდში ჩაბარება დასაშვებია ასევე ოთხშაბათ დღეს, თვითმფრინავის რეისის დროის მიხედვით. აღნიშნული ინფორმაცია წინასწარ უნდა გადამოწმდეს კომპანიის ოპერატორთან.

5.5. გადაზიდვის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს  14 კალენდარული დღეს.

 

მუხლი 6. მოვაჭრის პასუხისმგებლობა

6.1. მოვაჭრის პასუხისმგებლობის მოცულობა მომხმარებლის წინაშე განისაზღვრება პირდაპირი მატერიალური ზიანით, რომელიც მისი ბრალით (განზრახვით ან დაუდევრობით) იქნება გამოწვეული, მაგრამ არაუმეტეს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური ზღვარისა.

6.2.  მატერიალურ ზიანში არ იგულისხმება მომხმარებლის არაპირდაპირი ზარალი, მათ შორის მიუღებელი შემოსავალი.

6.3. გზავნილი ითვლება დაკარგულად,  თუ მის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა მისი მოვაჭრის საზღვარგარეთ განთავსებულ ოფისში მიტანიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

6.4. მომხმარებელი ანაზღაურების მოთხოვნისას ვალდებულია, წარადგინოს ამანათის მოვაჭრის საწყობში მიტანის დასტური, ხელმოწერილი კომპანიის ოპერატორის მიერ.

6.5.    ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შიგთავსის დანაკლისი ან დაზიანება აღმოჩენილია ადრესატისთვის ჩაბარებამდე ან უშუალოდ ჩაბარების დროს. ამანათის მიღების დასტურად მხარეებს შორის დგება მიღება-ჩაბარების აქტი. პრეტენზიის განმცხადებელი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ გზავნილის შიგთავსი არ დაკარგულა /დაზიანებულა მისთვის გადაცემის შემდეგ.

6.6.    მოვაჭრე არ არის პასუხისმგებელი:

6.6.1.   საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მათ მიერ იქნება მიღებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული გზავნილების მიმართ

6.6.2.  მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოების მიერ გზავნილის დაკავების, განადგურების ან კონფისკაციის შემთხვევაში

6.6.3.  იმ გზავნილებზე, რომელთა ჩაუბარებლობის მიზეზი გახდა მომხმარებლის მიერ მიწოდებული არასწორი/არასრულყოფილი ინფორმაცია

6.6.4.    დაუძლეველი ძალით გამოწვეული გარემოებების დადგომის შემთხვევაში

6.6.5. იმ ამანათებზე, რომლებიც არ მიუღია ოფისში მოვაჭრის წარმომადგენელს (ოპერატორს)/ არ არის წარმოდგენილი მოვაჭრის ოფისში ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

6.6.6.    იმ გზავნილებზე, რომლებიც შეიცავს აკრძალულ საგნებს

6.6.7. იმ გზავნილებზე, რომელთა გაგზავნა დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული პირობებით, მაგრამ არ არის დაცული ასეთი პირობები

6.7.    მოვაჭრე ანაზღაურებს ზიანს შემდეგი სახით და ოდენობით:

6.7.1. ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას.

6.7.2. აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, თრექინგ კოდთან ერთად.

6.7.4.    ანაზღაურება წარმოებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოში გადაზიდვისთვის აკრძალული ტვირთი:

  • რეალური ფული, მონეტები, ბანკნოტები, საბანკო და საკრედიტო ბარათები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
  • საკვები პროდუქცია;
  • ფეთქებადი ნივთიერებები;
  • მიწა და ნერგები მიწით;
  • პორნოგრაფიული სახის პროდუქცია;
  • ცოცხალი ცხოველები;
  •  ნებისმიერი სახის ნარკოტიკი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია;
  • ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მცენარეები ან მათი თესლი;
  • ფსიქოტროპული ნივთიერებები;
  • წამლები (10 შეკვრაზე მეტი);
  • მცენარეების თესლები (25 გრამზე მეტი);

 

აშშ-ში გასაგზავნად აკრძალული ნივთები:

  • სითხეები;
  • მაგნიტი;
  • დრონი (დრონის ელემენტები);
  • იარაღი (იარაღის ნაწილები), სასიგნალო, პნევმატური, გაზი, საბრძოლო მასალა, ცივი, ელექტროშოკური მოწყობილობები, მათ შორის იმიტაციები;
  • ასევე ფეთქებადსაშიში და აალებადი შეფუთვის მქონე პროდუქცია. მათ შორის: სპრეი, პულვერიზატორი, დეზადორი, აეროზოლი, სუნამო.
  • ლკოჰოლი, თამბაქო, რეცეპტით გამოწერილი წამლები, ან ნებისმიერი უკანონო ან კონტროლირებადი ნივთიერება ან ატრიბუტი;
  • ლითიუმ-იონი ან ლითიუმ-ლითონური ბატარეები, იმ შემთხვევაში, თუ არ არის ჩაყენებული მოწყობილობის შიგნით ან შეფუთული მოწყობილობასთან ერთად თავისი თავდაპირველი მწარმოებლის მიერ;
  • ფრჩხილების ლაქი, საღებავები და სხვა აალებადი ნივთიერებები;
  • საწვავი ბენზინი, ასანთი, ნებისმიერი სხვა სახის საწვავი;
  • ნებისმიერი სახის ქიმიური ან კოროზიული ნივთიერება;
  • ნებისმიერი სახის იარაღი ან მისი ნაწილი, მათ შორის; ხმლები, დანები, ცულები, ბეიონები, მშვილდისრები, იმიტაციები და ა.შ.
  • ადამიანის ორგანოები, და/ან ნივთიერებები, სისხლი და სისხლის ნაწილები;
  • მალფუჭებადი ნივთები;
  • ნებისმიერი სახის ძვირფასი ქვა, გარდა სამკაულებისა;
  • $1000-ზე მეტი ღირებულების სამკაული ან საათი;
  • ბანკნოტები, ფასიანი ქაღალდები, მგზავრის ჩეკები, ვალუტა, ნებისმიერი სახის ნაღდი ფული;
  • პორნოგრაფიული ხასიათის მასალები, ან სიძულვილის პროპაგანდისთვის შექმნილი მასალები;
  • საავტორო უფლებების დარღვევის მასალები;
  • ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ჩვენი შეხედულებისამებრ, ჩაითვლება პოტენციურად საშიშად, სახიფათოდ ან უკანონოდ.

 

გაითვალისწინეთ!

კომპანია უფლებას იტოვებს წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შექმნილი აუცილებელი ვითრებიდან გამომდინარე (მაგ. საომარი მდგომარეობა, აეროპრტების დაკეტვა, რეისების გაუქმება, სტიქიური უბედურება, საკანონმდებლო ცვლილებები ან სხვა), ამანათის გაგზავნამდე შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს უბრუნდება გადახდილი გადაზიდვის ღირებულება და ამანთი.

აშშ-ში ბრუკლინის ოფისის გარდა, ოფისიდან სხვა საფოსტო/საკურიერო მომსახურების გამწევი კომპანიის მიერ  (მაგ: ფედექსით ან სხვა აშშ-ში მოქმედი კომპანიით) კონკრეტულ მისამართზე ჩაბარების მიზნით წაღებული ამანათის დაკარგვის ან დაზიანების, შემთხვევაში, კომპანია სრულად გათავისუფლებულია ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობისგან.

წინამდებარე პირობების შესაბამისად, მომხმარებლის მხრიდან გადაზიდვის დაკვეთის განხორცილებით, წინასწარ აცხადებს თანხმობას ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემების კანონისმიერ ფარგლებში დამუშავებაზე, მათ შორის მარკეტინგული შეთავაზებების მიზნით.

 

კომპანიის ოფისში მიმდინარეობს ვიდეო და აუდიო მონიტორინგი და კომპანისთან სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლით, წინასწარ აცხადებს თანხმობას, რომ საჭიროებისამებრ მოხდება მონაცემთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დამუშავება.