მომსახურების ხელშეკრულება

კომპანია GFlex,  შემდგომში „კომპანია“, ვებ-გვერდი: www.gflex.com, ტელ: 0322 422074, მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N137.

და

მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, შემდგომში - „კლიენტი“, რომელიც სარგებლობს GFlex-ის გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის უნიკალური საფოსტო მისამართი (ნომერი), რომელიც დაფიქსირებულია მის პირად გვერძე და ემთხვეოდეს ტვირთის ჩამოსვლისას თანდართულ ინვოისშიდა  საბაჟო დოკუმენტაციაში  და კორპორაცია „Geo Amanati“ მონაცემთა ბაზაში მითითებლს, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

ტერმინები:

„კომპანია“ - პირი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებას;

„კლიენტი“ - პირი, რომელიც უკვეთავს, იხდის მომსახურების საფასურს და მიიღებს ტვირთს მიიჩნევა კლიენტად ან/და მის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილ კანონიერ წარმომადგენლად;

უნიკალური საფოსტო მისამართი – საფოსტო მისამართი, რომელიც მდებარეობს აშშ-ს ტერიტორიაზე და გამოიყენება კლიენტის მიერ შეკვეთების მისაღებად. მისამართი ხელმისაწვდომია კლიენტის gflex.ge სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ.

ტვირთი - მატერიალური ობიექტი, რომელიც მიღებულია გადასაზიდად, წინამდებარე ხელშეკრულბით დადგენილი პირობების შესაბამისად, ნებისმიერი ტრანსპორტით;

სატვირთო ადგილი - ფიზიკურად განუყოფელი ტვირთი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე ტვირთისაგან, რომელიც განუყოფელია შეფუთვის საშუალებებით და რომელსაც გააჩნია გარკვეული ზომები, ფორმა და წონა და გამზადებულია დასატვირთად, ტრანპორტირებისთვის, შენახვასა და გადმოტვირთვისთვის;

დამატებითი მომსახურება - მომსახურება, რომელსაც „კომპანია“ დამატებით უწევს „კლიენტს“ ანაზღაურების სანაცვლოდ;

კურიერი - პირი, რომელიც „კომპანიის“ მიერ უფლებააღჭურვილია ტვირთის გადაზიდვაზე;

გაცემა - გადაზიდული ტვირთის იმ პირისათვის (ან მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის) გადაცემა, რომელიც მითითებულია ინვოისში;

 

1. ხელშეკრულების საგანი

1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს კომპანიის მიერ მითითებული საწყობიდან, შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და აშშ-ში მდებარე საწყობში მიღებული ტვირთის საქართველოს საწყობიდან გაცემის მომსახურების გაწევას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.

1.2 კომპანია GFlex-ის მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-გვერდზე www.gflex.ge. მომსახურების (ხელშეკრულების) პირობები საჯაროა. კომპანია GFlex მომსახურებით სარგებლობა და შეკვეთის განხორციელება ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.

1.3 კომპანია უფლებასმოსილია არ გაუწიოს მომსახურება იმ პირებს (ფიზიკური, იურიდიული), რომლებიც ეწევიან GFlex-ის მსგავს საქმიანობას, არიან ასეთი კომპანიების დამფუძნებლები, ნებისმიერ მენეჯერულ რგოლში დასაქმებული პირები.

 

2. ტრანსპორტირების ღირებულება, ამანათის წონის დამრგვალება, გადაფუთვა და გადახდა

2.1 ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების ჯამური წონიდან. გადასახდელი წონის ფასი შეადგენს $8 აშშ დოლარს 1კგ–ზე, გადახდის დღისათვის თი–ბი–სი ბანკის მიერ დადგენილი დოლარის შესყიდვის კურსით ეროვნულ ვალუტაში (ლარში). თუ ამანათის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება 20 კილოგრამს, გამოიყენება ტრანსპორტირების ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით.

2.2 სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.gflex.ge ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს შეფერხებებ სამანათების გაცემისას.

2.3 წონის დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით.

2.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთ(ებ)ის აშშ საწყობში მიტანისას. თუ ტვირთის წონა არ აღემატება 1 კგ-ს ანგარისსწორება შესაძლებელაი ტვირთის ჩამოტანის შემდეგ, მიმღებზე გაცემემდე. თუ დადგენილი წესით ანგარისსწორება არ განხორციელდა ტვირთის აშშ საწყობში მიტანიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ტვირთს გადაზიდვის ღირებულებას ყოველდღიურად დაერიცხება შენახვის საკომისიო 2₾. ამ შემთხვევაში კლიენტი უფლებამოსილია მიიღოს ტვირთი მხოლოდ კომპანიის მიერ წარდგენილი დავალიანების დაფარვის შემდეგ.

2.5 თუ გზავნილის საქართველოში შემოსვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა კლიენტის მიერ ტრანსპორტირების საფასურის გადახდა და გზავნილის გატანა, კომპანია უფლებამოსილია გზავნილი დატოვოს კომპანიის საკუთრებაში და მოახდინოს მისი რეალიზაცია.

2.6 კლიენტი, კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაუხდის თანხას რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.

2.7 მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ამანათის გაცემა არ ხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე.

2.8 ზომაში შემცირების სერვისი გულისხმობს ამანათის სიცარიელის შეძლებისდაგვარად შემცირებას, საფოსტო ყუთის გადაჭრისა და მოკეცვის ხარჯზე. შემცირებულად ჩაითვლება ყველა ის ამანათი რომელშიც შესაძლოა ყუთის რომელიმე გვერდზე შიგნიდან დარჩეს 1-2 სმ სიგანის სივრცე.

2.9 არ ხდება ამანათების სხვა ყუთში ან პარკში გადაწყობა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მომხმარებელი უთითებს ამანათების მართვის გვერდზე.

2.10 არ ხდება რამოდენიმე პროდუქციის ერთად გაერთიანება ერთ ან რამოდენიმე პროდუქციის ყუთში. ასევე არ იხსნება ფეხსაცმლის ქარხნული ყუთები თუ ამას მომხმარებელი სპეციალურად არ მიუთითებს ამანათების მართვის პანელში ამანათის ამერიკის საწყობში მისვლამდე.

2.11 არ ხდება ამანათში არსებული პროდუქციის ქარხნული ყუთების გახსნა და ამგვარად შემცირება, ასევე არ ხდება ამანათის ზომაში შემცირება მასში მოთავსებული საიზოლაციო და უსაფრთხოების მასალის ამოღების ხარჯზე.

2.12 უსაფრთხოების მიზნით, არ ხდება სასაჩუქრე ამანათების შემცირება ან მსხვრევადი პროდუქციის და ელექტრო ტექნიკის ამანათების შემცირება.

2.13 ყუთით შემოსული ტანსაცმელი საჭიროებისამებრ გადადის პარკში და დაითვლება რეალური წონით.

2.14 კომბინირებული პროდუქციის შემთხვევაში, ამანათები შეძლებისდაგვარად მცირდება ზომაში. კომბინირებულში იგულისხმება: ტანსაცმელი+ფეხსაცმელი, ტანსაცმელი+ბიჟუტერია და ა.შ.

2.15 ყუთის შემცირებისას არ ხდება პროდუქციის დაპრესვა, დაწოლა ან დახვევა და ა.შ.

2.16  გადაფუთვის სერვისის გამოყენების შემთხვევაში, რომელიც მომხმარებელს შეუძლია ნებაყოფლობით ჩართოს ან გამორთოს ამანათების მართვის პანელში, იქნება ეს ზოგადი გადაფუთვა თუ ფეხსაცმლის პარკში გადადება, კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის დაზიანებაზე.

2.17 მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიის ადმინისტრაციას გადაამოწმებინოს ამანათის მიღებისას ზომაში შემცირების და გადაფუთვის ხარისხი და მიიღოს შესაბამისი კორექცია ინვოისში. ოფისიდან გასვლის შემდეგ ან რეგიონში საკურიერო სერვისის მიღებისას გადაფუთვის შემოწმება და კორექცია აღარ ხდება.

 

3. პასუხისმგებლობა ამანათზე (ტვირთზე)

3.1 აღნიშნული მომსახურება გულისხმობს ამანათის გარეგანი დაზიანების ან დაკარგვისგან დაცვას. სერვისში არ შედის ამანათში არსებული პროდუქციის შემოწმება დაზიანებაზე ან მუშაობის ვარგისიანობაზე.

3.2 მომსახურებით სარგებლობისათვის, საჭიროა ამანათების მართვის პანელში გაკეთდეს შესაბამისი დამატებითი უსაფრთხოების მონიშვნა თრექინგ კოდის გასწვრივ. მონიშვნა ან გაუქმება არ იმოქმედებს ამანათებზე, რომლებზეც ტრანსპორტირების ინვოისი უკვე გამოწერილია.

3.3 აშშ-ს საწყობში მიღებული ამანათის დაკარგვის ან გაუჩინარების შემთხვევაში, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი პროდუქციის შემთხვევაში.

3.4 დამატებითი მომსახურების ღირებულება შეადგენს მომხმარებლის მიერ ამანათის დეკლარირებისას მითითებული თანხის 1%-ს. მისი გადახდა ხდება ტრანსპორტირების ინვოისთან ერთად.

3.5 მომსახურება არ გავრცელდება შემდეგი სახის პროდუქციაზე: ადვილად მსხვრევადი ტვირთი (მაგ: შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად ამანათის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მიმღები (მფლობელი) ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს GFlex-ს მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.

3.6 ზარალის დადგომის შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია დეკლარირებული პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არ აღემატება მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას. ამასთან, ინვოისში მითითებული ჩამონათვალი და რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს დეკლარაციაში მითითებულ ჩამონათვალსა და რაოდენობას. 

3.7 ზარალის ანაზღაურებისას აუცილებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, აშშ-ს საფოსტო კომპანიის მიერ მინიჭებულ თრექინგ კოდთან ერთად, ხოლო მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.

3.8 3.7 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტაციის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, კომპანია ამოწმებს ანაზღაურების დადგომის ფაქტს, წინამდებარე პირობების მიხედვით და აწვდის ინფორმაციას კლიენტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

3.9 ზარალის ანაზღაურებას დაქვემდებარებული ფაქტის დადგომის შემთხვევაში, თანხის ანაზღაურება ხდება პრეტენზიის წარდგენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

3.10 თუ მომხმარებელი აშკარად არ გამოთქვამს წერილობით უარს  წინასწარ ამანათის ჩამოსვლამდე (ან სატრანსპორტო ინვოისის გამოწერამდე), $500 აშშ დოლარის ან მეტი ღირებულების პროდუქციაზე, უსაფრთხოების დამატებითი მომსახურება გააქტიურდება ავტომატურად.

3.11 გაუჩინარებული ამანათის შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ამანათის თრექინგ კოდს დაამატებს მისაღები ამანათების განყოფილებაში და ჩართავს უსაფრთხოების მომსახურებას თრექინგ კოდის GFlex-ის აშშ-ს მისამართზე მისვლამდე.

3.12 მისამართზე მისულად ითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე, გააჩნია მიტანის “Delivered” სტატუსი და დადასტურებული იქნება შესაბამისი დოკუმენტით. დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს უფლებამოსილი პირების - JCLEMONS ან Z.Z-ის მიერ, მექანიკურად შესრულებული ხელმოწერა, ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ელექტრონულ მოწყობილობის კლავიატურაზე, სიმბოლოების სახით აკრეფილი ხელმოწერა არ ჩაითვლება დამადასტურებლად. ჩაბარების დოკუმენტის გამოთხოვა შეგიძლიათ გამომგზავნისგან. გამომგზავნი კი თავის მხრივ, მოითხოვს დოკუმენტს ადგილობრივი საფოსტო კომპანიებიდან (ups, usps, fedex და ა.შ.).

3.13 იმ შემთხვევაში, თუ ამანათის სტატუსი აშშ-ს საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე აისახება როგორც მიტანილი "Delivered" და ასევე ჩანს, რომ ამანათი ჩაბარებულია "signed by …", მაგრამ მომხმარებელს 24-48 საათის განმავლობაში პირად ვებ-გვერდზე ამანათის თრექინგ კოდი არ გამოუჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამანათი ფიზიკურად არ მიუტანია აშშ-ს ფოსტას. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს გამომგზავნს და გაასაჩივროს ამანათის მიუღებლობა. საჩივრის განაცხადის შემდეგ, საფოსტო კომპანიაში უნდა ჩაირთოს ე.წ. Tracer, ანუ ძიების სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ამანათზე გამოცხადებულია ძებნა. აღნიშნული პროცედურების გავლა მომხმარებლისგან სავალდებულოა. კომპანია GFlex არ იღებს ვალდებულებას იმ ამანათებზე, რომელიც ფიზიკურად არ მისულა აშშ-ს საწყობში, თუნდაც საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე არსებობდეს სტატუსი "Delivered" და Signed by …. სადაო სიტუაციის შემთხვევაში, კომპანია GFlex და ასევე მისი პარტნიორი ამერიკული კომპანია,  დაუდასტურებს გამომგზავნ კომპანიას და ამერიკულ ფოსტას წერილობით ან ფაქსის სახით, რომ ამანათი ფიზიკურად არ მისულა მომხმარებლის მისამართზე.

3.14 თუკი კლიენტმა განზრახ ან გაუფრთხილებლობით მიუთითა არასწორი მომხმარებლის მისამართი, რის შედეგადაც ტვირთის მიტანა ვერ მოხდა კლიენტის ბრალეულობით, ტვირთის ღირებულება არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

3.15 ზარალის ანაზღაურებას არ ექვემდებარება იმ ტვირთის ღირებულების ანაზღაურება, რომელიც გადაზიდვაზე გაცემულია კლიენტის მიერ საფოსტო და საკურიერო მოთხოვნების დარღვევით.

3.16 საბაჟო ორგანოების მიერ ტვირთის კონფისკაცია არ განიხილება ზარალის ანაზღაურებას დაქვემდებარებულ შემთხვევად.

3.17 იმ შემთხვევაში, თუკი ზარალი იქნება ანაზღაურებული და ამ დროს მოხდება ტვირთის მიტანა  კომპანიის საწყობში, კომპანია აცნობებს ამის შესახებ კლიენტს, ხოლო, კლიენტი თავის მხრივ ვალდებულია 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში შეავსოს ანგარიში წარმოქმნილი დავალიანების თანხის ოდენობით.

 

4. კლიენტი ანუ მომხმარებელი ვალდებულია:

4.1 სისტემაში რეგისტრაციისას და აქაუნტის შემქნისას გამოიყენოს მხოლოდ ნამდვილი სახელი, გვარი და სხვა  საიდენტიფიკაციო მონაცემები. სისტემაში ატვირთული მონაცემები კონფიდენციალურია და არ არის ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ტვირთის (ამანთის) გადაზიდვის პროცესში ჩართული პირებისა.

4.2 ინტერნეტ-მაღაზიებში შეკვეთის განთავსებისას გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უნიკალური საფოსტო მისამართი.

4.3 ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად. გარდა ამისა, კლიენტმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.

4.4 საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას კლიენტმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.

4.5 ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.

4.6 კლიენტი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.

4.7 დაიცვას აშშ-ს და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა, ასევე ტვირთების (ამანათების) მიმართ აშშ-ს საფოსტო და საკურიერო სამსახურების მიერ დადგენილი მოთხოვნები და შეზღუდვები. 

4.8 დროულად და სრულად შეავსოს საბაჟო დეკლარაცია თითოეული ტვირთვისთვის ცალ-ცალკე. იმ შემთხვევაში, თუკი კლიენტი დაარღვევს ტვირთის მიღების და გაცემის ადგილების ქვეყნების საბაჟო კანონმდებლობას, რაც გამოიწვევს საგადასახადო ან/და საბაჟო მოსაკრებლების (გადასახდელების) დარიცხვას ან/და ტვირთის კონფისკაციას, არ წარუდგინოს კომპანიას ფულადი თუ სხვა სახის პრეტენზიები.

4.9  კლიენტი ადასტურებს, რომ მის მიერ ტვირთის (ამანათის) მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

4.10 შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და კომპანია არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.

 

 

5. ავია რეისების განრიგი 

ამანათის მიღების პერიოდი

5.1 აშშ-ს საწყობი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. აშშ-დან რეისები განხორციელდება კვირაში ორჯერ.

5.2 ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 7-14 დღეს.

5.3 ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი გამოიგზავნება ტვირთის აშშ-ს საწყობში მიტანისას.

5.4. აღნიშნული ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორს-მაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავია კომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.), ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთვებზე ავია კომპანიებში.

6.  ფილიალიდან ტვირთის (ამანათის)  გაცემის პირობები

6.1 ფილიალში გაიცემა მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ ჩამოტანილი 300 ლარამდე ღირებულების არაგასაბაჟებელი ამანათები;

განბაჟებული ამანათის მიღება შესაძლებელია ოფისიდან.  განბაჟებული ამანათის გატანისას სავალდებულოა დაფიქსირდეს ელეტრონული ხელმოწერა, ამანათის მფლობელის მიერ. 

6.2 ფილიალის მონიშვნა შესაძლებელია რეისის გამოფრენამდე 2 დღით ადრე;

6.3 განსაბაჟებელი და დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;

6.4  ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება უკვე გამოგზავნილ რეისებზე.

6.5. gflex-ის თვითმომსახურების ტერმინალი წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება (გარდა განსაბაჟებელი ტვირთისა (ამანათის)) მასზე სპეციალური 10 ციფრიანი ტერმინალის კოდის აკრეფვით;

6.6 ტერმინალის კოდი იგზავნება როგორც SMS-ით ან/და ელ-ფოსტის საშუალებით;

6.7 მომხმარებელი ვალდებულია მობილური ტელეფონის ნომერი gflex-ის ექაუნთში მიუთითოს სწორად, ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში კი უზრუნველყოს მისი განახლება;

6.8 ტერმინალის 10 ციფრიანი კოდი, რეისის ჩამოფრენის შემდეგ, ეგზავნება მომხმარებელს და მომხმარებელი პასუხისმგებელია მის კონფიდენციალობაზე ან დაკარგვაზე;

6.9 ტერმინალის მიმდინარე კოდი უქმდება მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გაიტანს ყველა ამანათს;

6.10  თუ ტერმინალის კოდის მიღების შემდეგ მომხმარებელი დაკარგავს მას, იგი ვალდებულია აცნობოს gflex-ს აღნიშნულის შესახებ და დააბლოკინოს ტერმინალის კოდი;

6.11 ტერმინალის კოდის დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება ოპერატორთან;

6.12  მესამე პირის მიერ ამანათის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ამანათის მიმღების ნებართვა და შესაბამისი ტერმინალის კოდი. მომხმარებლის მიერ მესამე პირზე ტერმინალის კოდის გადაცემის შემთხვევაში gflex არ არის პასუხისმგებელი;             

7. განბაჟება

7.1 დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება) GFlex–ს ვებ–გვერდზე სავალდებულოა. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.

7.2 ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, თუმცა კომპანია გაუწევს მომხმარებელს დახმარებას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისას.

7.3 სავალდებულოა GFlex–ს მომსახურების გადახდა განბაჟების პროცედურების დაწყებამდე, ინვოისის გაგზავნიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.

7.4 განსაბაჟებელი ტვირთის (ამანათების) დოკუმენტაციის მომზადების თანხა განისაზღვრება 12 ლარით თვითოეულ დეკლარაციაზე.

7.5 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანია GFlex–ს, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია GFlex უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

7.6 Gflex-ი უფლებამოსილია უარი თქვას განბაჟებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებაზე, თუ მომხმარებელი არ ასრულებს ან აჭიანურებს ტვირთის (ამანათის) დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. თუკი საბაჟო პროცედურების დასრულება ვერ მოხდა ან მოხდა ვადის დარღვევით დამკვეთის ბრალეულობით, კომპანია არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზიანზე.

 

8. პროდუქცია, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია

8.1 იხილეთ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია. მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია GFlex არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.

8.2 იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას კომპანია GFlex -ს მიერ მომხმარებლისთვის გადაცემულ აშშ-ს მისამართზე, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება კომპანია GFlex -სთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.

 

9. სხვა პირობები

9.1  მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, შეურაწმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, სხვა საექსპედიტორო კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე და ბლოგის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის ან გამოვლენილი მოქალაქის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო კომპანიის ფეისბუკის ან ბლოგის გვერდებიდან მის მიერ გავრცელებული ტექსტის ან კომენტარის გაუქმებას და ბლოკირებას.

9.2  კომპანია GFlex უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის (კომუნიკაციის) ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით, მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.

9.3  ოთახის ნომერი, რომელზეც არცერთი ამანათი არ ფიქსირდება ჩაითვლება არააქტიურად და რეგისტრაციიდან 3 თვის შემდეგ ავტომატურად გაუქმდება.

9.4  კომპანია უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.