როგორც წესი, UPS Ground და სხვა საფოსტო კომპანიები ხშირად გადაზიდვებს სახმელეთო გზით ახორციელებენ. ასეთ შემთხვევაში თრექინგ კოდის მონაცემებით ყოველთვის რეალური წონა იწერება, ხოლო საჰაერო გადაზიდვის დროს შესაძლოა დაფიქსირდეს როგორც რეალური, ასევე მოცულობითი წონით.
ამანათის მოცულობითი წონა გამოითვლება ფორმულით: სანტიმეტრებში - სიგრძეXსიგანეXსიმაღლე/6000; ინჩებში - სიგრძეXსიგანეXსიმაღლე/166. საბოლოო წონას კი ის მაჩვენებელი განსაზღვრავს, რომელიც მეტი იქნება - რეალური ან მოცულობითი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ინვოისის წონა მაინც დიდია, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს ოფისში და მონაცემები გადაამოწმოთ
ბალანსის შევსების ინსტრუქცია მარტივია: ამანათების მართვის პანელში დააჭირეთ ბალანსის შევსებას და მიჰყევით მითითებებს. შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდი:
1. თქვენს ექაუნთში, ბალანსის შევსების გვერდზე, პლასტიკური ბარათის გამოყენებით;
2. ბანკში ვიზიტით, ოპერატორთან საჭირო იქნება მხოლოდ თქვენი ოთახის ნომერი;
3. თვითმომსახურების აპარატებიდან;
4. ონლაინ გადახდა Ipay.ge-დან;
5. ინტერნეტ ან სატელეფონო ბანკინგის მეშვეობით.
ბალანსის შევსების შემდეგ თანხა ავტომატურად აისახება თქვენს ანგარიშზე GFLEX-ში. ბალანსის ნახვა შესაძლებელია ამანათების მართვის პანელიდან.
მას შემდეგ რაც თქვენ შეავსებთ ბალანსს, მიღებული ტრანსპორტირების ინვოისების გადახდა ავტომატურად მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ბალანსზე თანხა საკმარისი არ არის ინვოისის დასაფარად, სისტემა გამოგიგზავნით დამატებით შეტყობინებას.
გთხოვთ, გაითვალიწინოთ გადახდის საკომისიო, რომელიც გადახდის საშუალებებთან არის მითითებული.
დეკლარირება შესაძლებელია წინასწარ, ამანათის მიღებამდე თრექინგ კოდის დამატებით.
პროდუქციის დასახელების, ფასის და გამომგზავნის მითითება აუცილებელია.
“დეკლარაცია” ღილაკზე დაჭერის შემდეგ, მიუთითეთ გამომგზავნი მაღაზია, შემდეგ ჩამონათვალში აირჩიეთ პროდუქციის ზოგადი კატეგორია, მაგ.: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ელექტრო მოწყობილობები, ხოლო თუ თქვენი პროდუქციის ზუსტი კატეგორია ვერ მონახეთ, მიუთითეთ "სხვადასხვა მზა ნაწარმი", ბოლოს ჩაწერეთ ფასი და შეინახეთ.
დეკლარირების საშუალება კვლავ მოგეცემათ რეისის ჩამოსვლის შემდეგ, 7 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, დაგვიანებისას ამანათების მიღება დეკლარირებიდან 1 კვირის შემდეგ შეგეძლებათ.
ამანათის ჩამოსვლიდან 7 დღის შემდეგ, დაუდეკლარირებელი ამანათები გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დეკლარირება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამანათს ვერ მიიღებთ.
თუ გამომგზავნ მაღაზიებში თქვენი მაღაზია ვერ მონახეთ, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე sales@gflex.ge მაღაზიის მისამართი და აუცილებლად დავამატებთ სიაში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას, პირველ შემთხვევაზე დღგ-ს 40%-ს, ხოლო მომდევნოზე 100%-ს.